ანიელი:
Aa
Aa

ანიელი: "სუპერ ლიგა აღარ იარსებებს"

ევროპის სუპერ ლიგა ჩაშლის პირასაა. დღეს „ატელტიკომ“ , „ინტერმა“ და „იუვენტუსმა“ დაადასტურეს, რომ ახალი სუპერ ლიგაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. სპორტულ მედიაში მადრიდის „რეალის“ და „იუვენტუსის“ პრეზიდენტებს ფლორენტინო პერესს და ანდრეა ანიელის აკრიტიკებენ. ამასთან დაკავშირებით კი ანიელიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ სუპერ ლიგა აღარ იარსებებს.

რა თქვა ანიელიმ?

„მართალია, ეს პროექტი აღარ მუშაობს და აღარ იარსებებს. გამოხმაურება საკმაოდ დიდი იყო. არ ვაპირებ იმის თქმას თუ რამდენი კლუბის წარმომადგენელი დამიკავშირდა ბოლო 24 საათში. ისინი მეკითხებოდნენ, შეეძლოთ თუ არა სუპერ ლიგაში მონაწილეობა.

შესაძლოა ისინი იტყუებოდნენ, მაგრამ ყველა მეკითხებოდა თუ რა უნდა გაეკეთებინათ სუპერ ლიგაში მონაწილეობისთვის.“

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ დაარსდა და ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდიც, რომლიდანაც გავიგეთ, რომ გათამაშებას 12 დამფუძნებელი კლუბი ჰყავდა:

„მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“. ეს კლუბები და კიდევ 3 თანადამფუძნებელი, რომლებიც სადებიუტო სეზონამდე უნდა გარკვეულიყო, გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ წელს ავტომატურად მოხვდებოდნენ, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩეოდა.

ცნობისთვის, ანდრეა ანიელი ევროპის სუპერ ლიგის ვიცე-პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო. პრეზიდენტი კი ფლორენტინო პერესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები