Aa
Aa

"სიტიმ" გაბრიელ ჟესუში ოფიციალურად გაიფორმა!

"მანჩესტერ სიტიმ" მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხა და ბრაზილიური "პალმეირასიდან", 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ, 19 წლის გაბრიელ ჟესუში შეიძინა. 

"მინდა კლუბთან ერთად ტიტულები მოვიგო და რაც მთავარია, კარგი თამაშით საერთო წარმატებაში საკუთარი წვლილიც შევიტანო". - განუცხადა მანჩესტერელთა ოფიციალურ ვებ-გვერდს ბრაზილიელმა ტალანტმა. 

1997 წელს დაბადებული ჟესუში ბრაზილიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. მან "პალმეირასის" პირველ გუნდში 85 მატჩში 28 გოლის გატანა შეძლო. 

"პალმეირასმა" 2016 წელს ბრაზილიის სერია ა 22 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო, ხოლო ჟესუში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 

 

მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები