47 წამში მოიგო - კენჭაძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს დაეუფლა
Aa
Aa

47 წამში მოიგო - კენჭაძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს დაეუფლა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ნიკა კენჭაძემ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო. ჩვენებური მესამე ადგილისთვის ბრძოლაში არმან ავაგიანს დაუპირისპირდა და სომეხი მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.

ქართველი მოჭიდავე უდიდეს უპირატესობას ფლობდა და სასურველი შედეგის მისაღწევად სულ რაღაც 47 წამი დასჭირდა. კენჭაძემ 10-0 იმარჯვა და ბრინჯაოს მედალს ღირსეულად დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში კენჭაძემ რუსი მალიკ შავაევი ძალიან რთულ ბრძოლაში დაამარცხა. ქართველი ბოლო წამებამდე 2:3-ს აგებდა, თუმცა ბოლოს განხორციელებული 4-ქულიანი გდებით გამარჯვება მას დარჩა. რუსებმა გააპროტესტეს და გდება საბოლოოდ 2 ქულამდე ჩამოიყვანეს, თუმცა მათ ამანაც ვერ უშველათ.

ნახევარფინალში იგი სლოვაკეთის წარმომადგენელს, ახსარბეკ გულაევს დაუპირისპირდა და დასანანი მარცხი განიცადა - 4:5.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები