ოქროს მედლის შანსი - ამინაშვილმა ნახევარფინალი ბოლო წამებზე მოიგო
Aa
Aa

ოქროს მედლის შანსი - ამინაშვილმა ნახევარფინალი ბოლო წამებზე მოიგო

საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრების წევრს, სანდრო ამინაშვილს ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა და ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.

ამინაშვილი ნახევარფინალში ბელარუს ალი შაბანაუს შეხვდა და გამარჯვება ბოლო წამებზე იზეიმა. დაპირისპირების დასრულებამდე 17 წამით ადრე, ამინაშვილი 0:2-ს აგებდა, თუმცა შეხვედრა შემოაბრუნა და 3:2 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ამინაშვილი მერვედფინალში იტალიელ იანატონის დაუპირისპირდა და მეტოქე 11:0 გაანადგურა. სანდრომ მეოთხედფინალში მასპინძელ იეზიერზანსკის 5-1 მოუგო და ფინალში რუს ნაიფონოვს შეერკინება.

სანდრო ამინაშვილᲐ (86 კგ) ბელარუსი შაბანაუ 3-2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ბექა ლომთაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Tuesday, April 20, 2021

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები