მარცხი ნახევარფინალში - ლომთაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
Aa
Aa

მარცხი ნახევარფინალში - ლომთაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს, საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრი, ბექა ლომთაძე (61 კგ) ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ოქროს მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.

ნახევარფინალში ქართველი ფალავანი გათამაშების მთავარ ფავორიტს, უკრაინელ ანდრე ძელებს დაუპირისპირდა და 3:5 დამარცხდა. შეხვედრის დიდი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტებში უკეთესად უკრაინელმა იასპარეზა და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ლომთაძემ 1/8 ფინალში ბელარუს რიჩინაუს აშკარა უპირატესობით სძლია და მეტოქე 12-0 დაამარცხა. მეოთხედფინალში იგი მოლდაველ კოლესნიკს 14-8 გაუსწორდა და ნახევარფინალში გავიდა.

ცნობისთვის, ნახევარფინალის საგზური 86კგ კატეგორიაში მოჭიდავე სანდრო ამინაშვილმაც მოიპოვა. სანდრომ მეოთხედფინალში მასპინძელ იეზიერზანსკის 5-1 მოუგო. ქართველი ფალავანი შემდეგ ეტაპზე ალი შაბანოვს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები