ნაგელსმანი პრიორიტეტია - ტოტენჰემს გერმანელი სპეციალისტი სურს
Aa
Aa

ნაგელსმანი პრიორიტეტია - ტოტენჰემს გერმანელი სპეციალისტი სურს

გუშინ ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემმა" გაათავისუფლა. სპორტულ პრესაში აქტიურად განიხილავდნენ, თუ ვინ ჩაანაცვლებდა პორტუგალიელ სპეციალისტს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ "დეზებს" დროებით, სეზონის ბოლომდე 29 წლის მწვრთნელი რაიან მეისონი უხელმძღვანელებს.

ბრიტანული სპორტული გამოცემა Daily Mail იუწყება, რომ ინგლისური გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ ახალ მთავარ მწვრთნელად „ლაიპციგის“ დამრიგებელს იულიან ნაგელსმანს განიხილავს.

ცნობილია, რომ გერმანელი სპეციალისტის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევროა. იმასაც გეტყვით, რომ ახალგაზრდა თავკაცით მიუნხენის „ბაიერნიც“ ინტერესდება, რადგან „რეკორდმაისტერიდან“ სეზონის დასრულების შემდეგ ჰანსი ფლიკი მიდის.

შეგახსენებთ, რომ "განსაკუთრებულის" დათხოვნის მიზეზი არასასურველი შედეგები გახდა. "ტოტეს" ბოლო პერიოდში თამაშების მოგება უჭირს და პრემიერ ლიგის ოთხეულს უკვე 5 ქულით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები