Aa
Aa

"იმედი მაქვს მათ უეფა შეაჩერებს" - რანიერი სუპერ ლიგაზე

ბოლო პერიოდში, საფეხბურთო სამყაროში რთული ვითარებაა. ახალი ევროპული სუპერ ლიგის შექმნას არაერთი ცნობილი ადამიანი აკრიტიკებს. ფეხბურთელები, ყოფილი ფეხბურთელები, მწვრთნელები, ეროვნული ჩემპიონატების დირექტორები და ფეხბურთის სხვადასხვა ლეგენდები სუპერ ლიგას ღიად უპირისპირდებიან.

ამ საკითხზე „ლესტერის“ ყოფილმა დამრიგებელმა კლაუდიო რანიერიმაც ისაუბრა: „ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.. "სუპერ ლიგა ცუდია. იმედი მაქვს, მათ „უეფა“ შეაჩერებს. „ლესტერის“ ისოტრია საოცარი იყო. შესაძლოა ასეთი ისტორიები დავკარგოთ და აღარასდროს განმეორდეს.

ეს ყველაფერი მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება. მე კარგად მახსოვს როგორ აღნიშნავდნენ „ლესტერის“ ჩემპიონობას ინგლისელი და ინდოელი გულშემატკივრები ერთად.“

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დაარსდა და ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდიც, რომლიდანაც ვიგებთ, რომ გათამაშებას ჰყავს 12 დამფუძნებელი კლუბი:

„მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“. ეს კლუბები და კიდევ 3 თანადამფუძნებელი, რომლებიც სადებიუტო სეზონამდე გაირკვევა, გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ წელს ავტომატურად მოხვდება, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები