ლომთაძე და ამინაშვილი - ქართველები ნახევარფინალში არიან
Aa
Aa

ლომთაძე და ამინაშვილი - ქართველები ნახევარფინალში არიან

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბექა ლომთაძე (61 კგ) მოლდაველ კოლესნიკს 14-8 გაუსწორდა და ნახევარფინალში გავიდა. შემდეგ ეტაპზე ქართველი ფალავანი უკრაინელ ანდრე ძელეპს შეხვდება.

ნახევარფინალის საგზური 86კგ კატეგორიაში მოჭიდავე სანდრო ამინაშვილმაც მოიპოვა. სანდრომ მეოთხედფინალში მასპინძელ იეზიერზანსკის 5-1 მოუგო. ქართველი ფალავანი შემდეგ ეტაპზე ალი შაბანოვს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები