საინტერესო გადაწყვეტილება - ტოტენჰემს 29 წლის ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის
Aa
Aa

საინტერესო გადაწყვეტილება - ტოტენჰემს 29 წლის ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის

გუშინ ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემმა" გაათავისუფლა. სპორტულ პრესაში აქტიურად განიხილავდნენ, თუ ვინ ჩაანაცვლებდა პორტუგალიელ სპეციალისტს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ "დეზებს" დროებით, სეზონის ბოლომდე 29 წლის მწვრთნელი რაიან მეისონი უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ მეისონმა საფეხბურთო კარიერა 2018 წელს ტრავმის გამო დაასრულა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი მეისონი "ტოტენჰემის" ახალგაზრდული გუნდის დამრიგებლად დაინიშნა.

გეტყვით იმასაც, რომ რაიან მეისონი 2008 წლიდან 2016 წლის ჩათვლით "ტოტენჰემის" რიგებში ასპარეზობდა. ინგლისელმა ყოფილმა ნახევარმცველმა "დეზების" მაისური ჯამში 70-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა. 29 წლის სპეციალისტს ინგლისის ნაკრებშიც აქვს 1 მატჩი ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები