Aa
Aa

"თქვენს წინაშეა გარუჯული ადამიანი" - Sky Sports-ის ჟურნალისტი ლუკაკუზე

იტალიაში სკანდალია Sky Sports-ის ჟურნალისტმა სტეფანო დე გრანდისმა „ინტერის“ თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმე შემდეგში გახლავთ - ერთ-ერთი სპორტული გადაცემის დროს ჟურნალისტები იტალიურ ფეხბურთზე საუბრობდნენ. ეკრანზე ბელგიელი თავდამსხმელის სურათი გამოჩნდა. დე გრანდისმა მისი სახელით მოხსენიება არ ისურვა და თქვა: „თქვენს წინაშეა გარუჯული ადამიანი“.

იტალიელმა ჟურნალისტმა ეს არ იკმარა და „ნერაძურის“ თავდამსხმელს „ინტერის“ შავი" უწოდა. ჯერჯერობით Sky Sports Italia-ს მომხდარის გამო ბოდიში არ მოუხდია და არანაირი განცხდება არ გაუკეთებია. ასევე არც ლუკაკუს და არც "ინტერს" არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რა შედეგები მოჰყვება ხოლმე რასისტულ შეურაცხყოფას, წესით ეს ამბავი ასე არ დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები