Aa
Aa

"ბევრი მომენტი გავაფუჭეთ" - პიოლი ჯენოასთან მატჩის შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში „მილანმა“ „ჯენოას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ თავკაცმა სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.

„ვიცით, რომ რთული თამაშები მოახლოვდა. ეს დაპირისპირება კი ერთ-ერთი მათგანი იყო. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გავაფუჭეთ და ამის გამო მატჩის ბედი სწრაფად ვერ გადავწყვიტეთ, თუმცა საბოლოო ჯამში გავიმარჯვეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

რებიჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და გუნდისთვის ეს ძალზედ სასარგებლოა. მან დღეს შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ვფიქრობ სკუდეტოსთვის ბრძოლა აღარ გამოვა. ქულები დავკარგეთ და ახლა „ინტერი“ ძალიან წინ არის წასული. ბედნიერი ვიქნები, თუ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება.

„სასუოლოსთან“, „ატალანტასთან“ და „ლაციოსთან“ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება. ასე რომ შრომა უნდა გავაგრძელოთ და აღებული გეზი შევინარჩუნოთ.“

„მილანი“ წელს

პიოლის გუნდი სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში სერია ა-ს ჩემპიონობისთვის იბრძოდა, თუმცა ამისთვის რესურსი არ ეყო და ახლა მათი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, რომელსაც ჯერჯერობით წარმატებით ასრულებს.

„როსონერის" დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 66 ქულა დაუგროვდა. შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები