100 მილიონად შეაფასეს - ჩელსის ბელინგემი უნდა
Aa
Aa

100 მილიონად შეაფასეს - ჩელსის ბელინგემი უნდა

სპორტულ მედიაში სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. ლონდონის „ჩელსის“ „დორტმუნდის ბორუსიას“ ახალგაზრდა შემტევის ჯუდი ბელინგემის შეძენა სურს. ცნობილი ხდება, რომ გერმანულმა კლუბმა 17 წლის ფეხბურთელი 100 მილიონ ევროდ შეაფასა და სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ შეელევა.

მეტსაც გეტყვით, ლონდონში ფიქრობენ, რომ ბელინგემი დეკლან რაისზე უკეთესი შენაძენი იქნება. შეგახსენებთ, რომ „არისტოკრატებს“ დეკლანის შეძენა უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდათ. ამის მთავარი ინიციატორი კი ფრენკ ლამპარდი იყო, რომელიც მოგვიანებით მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

Sportbible წერს, რომ ბელინგემით პირადად ტომას ტუხელი ინტერესდება და სეზონის დასრულების შემდეგ მის ტრანსფერს აქტიურად მოითხოვს. ინგლისელი ფეხბურთელით „ლივერპულიც“ ინტერესდება, თუმცა თუ წყაროს დავუჯერებთ მისი შეძენის მთავარი კანდიდატი ლონდონის „ჩელსია“.

გეტყვით, რომ „დორტმუნდმა“ ბელინგემი 2020 წელს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ბირმინგემ სიტიდან“ შეიძინა. დღემდე ჯუდიმ გერმანული კლუბის მაისური 39-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა. ერთი მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები