მორიგი პრობლემა რეალში - ტრავმა მენდიმაც მიიღო
Aa
Aa

მორიგი პრობლემა რეალში - ტრავმა მენდიმაც მიიღო

მადრიდის „რეალში“ ტრავმიანობა მძვინვარებს. ზინედინ ზიდანის გუნდის დაცვის ხაზში კატასტროფული სიტუაციაა.

ყველამ კარგად ნახეთ, რომ „რეალი“ „ბარსელონას“ და „ლივერპულს“ კარვახალის, რამოსის და ვარანის გარეშე ეთამაშა. რამოსს ტრავმა და კორონავირუსი აქვს. ვარანსაც Covid-19 აქვს, ხოლო დანის ტრავმა აღენიშნება.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბლანკოსის“ მარცხენა მცველს ფერლან მენდის კუნთის დაზიანება აქვს და მომავალ სამ მატჩს გამოტოვებს. ფრანგი ფეხბურთელი "ხეტაფეს", "ბეტისის" და "კადისის" წინააღმდეგ იუქმებს. ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის ცნობილი შეძლებს თუ არა ფერლანი "ჩელსისთან" 27 აპრილს თამაშს.

მადრიდელებს „ხეტაფესთან“ გასამართი მატჩისთვის დაცვაში ოდრიოსოლა, მარსელო, ჩუსტი და მილიტაო ჰყავს. რაც შეეხებას ნაჩოს, მას 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს მატჩს.

ზინედინ ზიდანმა განაცხადში 16 ფეხბურთელს მოუყარა თავი.

მეკარეები: კურტუა, ლუნინი, ალტუბე

მცველები: ოდრიოსოლა, ჩუსტი, მარსელო, მილიტაო

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, ისკო, ვალვერდე

თავდამსხმელები: ბენზემა, ვინისიუსი, მარიანო, როდრიგო, ასენსიო

შეგახსენებთ, რომ „ხეტაფესა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი 18 აპრილს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები