ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "ამ ფეხბურთელებმა ბევრი რამ მოიგეს, მაგრამ მათ ყოველთვის მეტი სურთ"

„ხეტაფესთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გუნდისა და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა

„ჩვენ გუნდთან ერთად ძალიან ბედნიერები ვართ. მე, როგორც მწვრთნელი ძალიან ბედნიერი ვარ. 30 დღეში 10 მატჩი გვაქვს სათამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ყველა ტურნირზე გუნდი ბრძოლას განაგრძობს.

მსიამოვნებს ის, რასაც ყოველ დღე ვაკეთებ. ამ ფეხბურთელებმა ბევრი რამ მოიგეს, მაგრამ მათ ყოველთვის მეტი სურთ, ეს კი მწვრთნელისთვის შესანიშნავია“.

დონ ფლორენტინო და ზიზუს მომავალი

„ჩემი კონტრაქტი? მოხარული ვარ, რომ ფლორენტინო პერესი პრეზიდენტობას განაგრძობს. არ ვიცი რა მოხდება ხვალ. შენ შეიძლება ხელშეკრულება 4-5 წლით გაახანგრძლივო, თუმცა პოსტი მეორე დღესვე დატოვო, ან პირიქით.

ჩემი მომავალი? არასდროს ვუყურებ მომავალს, ამაზე არასდროს ვფიქრობ, არც მაშინ, როდესაც მაგალითად თქვენ ამბობთ, რომ ზიდანი უნდა დაითხოვონ“.

აზარი და კარვახალი

„აზარი? ის კარგად არის, უკეთესად. მას უნდა, რომ გუნდს დაუბრუნდეს.

კარვახალი თავს უკეთ გრძნობს და ეს გუნდისთვის ძალიან კარგია“.

იღბლიანი ზიზუ? რას ფიქრობს ის ამაზე

„ამბობენ, რომ იღბლიანი ვარ? რასაც მე ვიტყვი, ეს არაფერს შეცვლის. მართალია, ძალიან გამიმართლა, რომ აქ ვარ. როგორც მწვრთნელი არ ვფიქრობ, რომ კატასტროფა ვარ. ჩემი სურვილია, რომ უფრო მეტი ფეხბურთელებზე ვისაუბრო და არა ამ საკითხებზე“.

30 დღე და 10 მატჩი

„ბოლო დღეები რთული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ეს ვიცით. ჩემი ფეხბურთელები ჭკვიანები არიან. აღდგენა დეტალებში ხდება. მომდევნო მატჩი ფიზიკურად საკმაოდ რთული გვექნება.

სეზონის დასრულებამდე 10 მატჩი რჩება. ყველა ფეხბურთელი ჩვენს განკარგულებაშია. ჯერ არაფერი მოგვიგია, ესეც რეალობაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები