Aa
Aa

"ჩემთვის სულ ერთია რას ამბობს ის" - მოურინიოსა და პოგბას დაპირისპირება

ბოლო დროს პოლ პოგბა სათამაშო ფორმას ნელ-ნელა იღდგენს და ცდილობს ევროპის ჩემპიონატს საუკეთესო კონდიციებში შეხვდეს. ოლე გუნარ სულშერი მას სათამაშო დროს აძლევს, რასაც ფრანგი არც ისე ურიგოდ იყენებს.

პოგბამ Sky Sport-თან სულშერთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და ამავდროულად მოურინიოს კბილი გაჰკრა:

„ჩემი ურთიერთობა სულშერთან განსხვავებულია. ის ფეხბურთელების წინააღმდეგ არ წავა. შესაძლოა ოლემ ისინი არ აირჩიოს, თუმცა მათ ისე არ მოექცევა, თითქოს არც არსებობდნენ. აი ეს სხვაობაა მასსა და მოურინიოს შორის.

ერთ დროს მოურინიოსთან დიდებული ურთიერთობა მქონდა, ამას ყველა ხედავდა, შემდეგ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა და არავინ იცის რატომ. უცნაური იყო რაც მოხდა. ამას ვერ აგიხსნით იმიტომ, რომ არც მე ვიცი რა მოხდა“.

პოგბას კომენტარის შესახებ მოურინიოს „ევერტონთან“ (2:2) მატჩის შემდეგ უთხრეს, რაზეც ჟოზეს პასუხი ასეთი იყო: „მინდათ გითხრათ, რომ ჩემთვის სულ ერთია რას ამბობს ის. ეს ჩემთვის სრულიად უინტერესოა“.

პოგბასა და მოურინიოს შორის კონფლიქტის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. როგორც ჩანს, მათი დაპირისპირდება დღემდე გრძელდება.

მოურინიო სულშერსაც დაუპირისპირდა

„ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირებაში სონზე უხეშობის გამო მსაჯმა გოლი გააუქმა. ეს კი „წითელი ეშმაკების“ თავკაცს ოლე გუნარ სულშერს არ მოეწონა და სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი გააკრიტიკა. ნორვეგიელი სპეციალისტის კრიტიკას კი ჟოზემ უპასუხა.

სულშერი: „თამაში დასრულებულია.  გოლის ეპიზოდში თუ რაიმე დარღვევა იყო ეს მსაჯს იმ წამსვე უნდა დაენახა! ვფიქრობ ეს შესანიშნავი და ლამაზი გოლი იყო.

თუ ჩემი შვილი 3 წუთი მინდორზე იწვებოდა და ფეხზე ასადგომად მას 10 კაცი დასჭირდებოდა, ასეთი საქციელის გამო ის საკვებსაც ვერ მიიღებდა.“

მოურინიო: „პირველ რიგში ნება მომეცით გითხრათ, სულშერის ნათქვამმა სიტყვებმა სონის მისამართით ძალიან გამაკვირვა. ოლეს ცოტა ხნის წინ ვესაუბრე და საკადრისი პასუხი გავეცი.

მე რომ სხვა გუნდის ფეხბურთელზე მსგავსი რამ მეთქვა რა რეაქცია იქნებოდა? ძალიან ვწუხვარ, რომ სულშერის სიტყვებზე არაფერს მეკითხებით. თქვენ არ გაქვთ არანაირი მორალური გულწრფელობა!

სონს ძალიან გაუმართლა, რომ მამამისი სულშერზე გაცილებით კარგი პიროვნებაა. მეც მამა ვარ და როგორც მამა ვალდებული ხარ საკუთარი შვილები ყოველთვის გამოკვებო. არ აქვს მნიშვნელობა რას დააშავებენ. შვილების გამოსაკვებად თუ მოპარვა გჭირდება მაშინ მოიპარე! ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

პორტუგალიაში ვამბობთ, რომ პური არის პური და ყველი არის ყველი. ვიმეორებ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ“.

ჟოზეს ანტირეკორდი - ტოტენჰემი არასტაბილურ თამაშს აგრძელებს

გასულ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მარცხი (1:3) მარცხი მოურინიოსთვის ანტირეკორდია. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემი“ მეათედ დამარცხდა.

პორტუგალიელი სპეციალისტის კარიერაში ასეთი ფაქტი კი არასდროს დაფიქსირებულა. მოურინიოს გაწვრთნილი გუნდები შიდა ჩემპიონატში 10-ჯერ არასდროს დამარცხებულან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები