''ლა ლიგის კლუბში ყოფნა დიდი მოტივაციაა'' - გაგუა ხვიჩასა და ესპანურ კარიერაზე
Aa
Aa

''ლა ლიგის კლუბში ყოფნა დიდი მოტივაციაა'' - გაგუა ხვიჩასა და ესპანურ კარიერაზე

ესპანური ლა ლიგის კლუბ ''ალავესში'' 19 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი გაგუა ირიცხება, რომელიც ამჟამად სარეზერვო გუნდში, ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს. ნიჭიერი თავდამსხმელი CrystalSport-თან ინტერვიუში ესპანური კარიერის საინტერესო დეტალებზე საუბრობს. გარდა ამისა, საქართველოში გატარებულ პერიოდს იხსენებს, როცა თბილისის ''დინამოს'' აკადემიაში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშობდა, შემდგომში კი ბავშვთა ფეხბურთის გამორჩეულ სპეციალისტთან, გუბაზ დოლიძესთან მუშაობდა.

გაგუა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზეც საუბრობს. მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მარტში ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა, თუმცა ფეხბურთელს საკლუბო დონეზე მნიშვნელოვანი შეხვედრები ელოდა და ურთიერთშეთანხმებით მოთამაშის ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი გადაიდო.

გიორგი გაგუამ მიმდინარე სეზონში ესპანეთის რანგით მესამე ლიგის 19 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ლეგიონერი ოფიციალურად ესპანური კლუბის მოთამაშეა 2019 წლის ოქტომბერში გახდა. მიმდინარე წელს მოთამაშემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ''ალავესის'' ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს.

გაგუას საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ესპანეთში გადაბარგებამდე თბილისის ''დინამოს'' აკადემიასა და ''იბერია 2010''-ში ირიცხებოდა. გაგუას მწვრთნელი ''იბერია 2010''-ში გუბაზ დოლიძე იყო. მოგეხსენებათ, გუბაზ დოლიძე ბავშვთა ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და მასთან მუშაობით ბევრმა ფეხბურთელმა პროგრესი აჩვენა, გაგუაც ერთ-ერთი მათგანია. ასევე, გარკვეული პერიოდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ირიცხებოდა, როცა აკადემიის ხელმძღვანელი ირაკლი ლილუაშვილი იყო.

მასალაში გამოყენებულია gff.ge-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები