მბაპე და ნეიმარი - მესი და რამოსი - პოჩეტინო ტრანსფერებზე საუბრობს
Aa
Aa

მბაპე და ნეიმარი - მესი და რამოსი - პოჩეტინო ტრანსფერებზე საუბრობს

კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წელს უსრულდება და ამ დრომდე, მას კლუბთან ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია. არის საუბრები, რომ მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა.

არ წყდება საუბრები, რომ ზაფხულში „რეალი“ მბაპეს შეიძენს. ამ თემასთან დაკავშირებით პრესის წარმომადგენლები პოჩეტინოს გაესაუბრნენ. არგენტინელი კილიანის დარჩენაში დარწმუნებულია.

„მბაპე რეალში? მთელი ძალებით ვიბრძოლებ, რომ ის გუნდში დარჩეს. კლუბი ყველაფერს აკეთებს, რომ ის და ნეიმარი გუნდში დარჩნენ.

ცალსახად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მბაპე დარჩება. მას და ნეიმარს ორივეს უდიდესი ვალდებულება აქვთ“.

მბაპესა და ნეიმარის შენარჩუნების პარალელურად, პსჟ-ს აქტიურად უკავშირებენ მესისა და სერხიო რამოსს. ორივე მათგანს თავიანთ კლუბებთან ხელშეკრულებები უსრულდებათ და ამ დრომდე არცერთს გაუხანგრძლივებია.

„სავარაუდოდ მალე ცნობილი გახდება, თუ რა მოხდება მესის მომავალთან დაკავშირებით.

რამოსი? არ მიყვარს იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც ჩემს გუნდში არ თამაშობენ. ბევრი ჭორი ვრცელდება. ჩვენ აქ ყველანი ვმუშაობთ, რომ პსჟ გაუმჯობესდეს“. - ამბობს პოჩეტინო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები