მილიონები - რამდენი დახარჯა მარადონამ ახლობელ ადამიანებზე
Aa
Aa

მილიონები - რამდენი დახარჯა მარადონამ ახლობელ ადამიანებზე

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების შემდეგ, მისი ცხოვრების ბოლო წლებზე საუბრები დღემდე არ წყდება.

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, თუ რა თანხა დახარჯა დიეგომ თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ნათესავებსა და მეგობრებზე. ფული ძირითადად მობილურ ტელეფონებზე, მედიკამენტებზე, ავტომობილის დაზღვევბზე, ავიამგზავროებზე და ვიზებზე იხარჯებოდა.

იტალიური „კორიერე დელო სპორტი“ წერს, რომ 2014-2020 წლებში მარადონამ თავის ახლობლებზე 4.7 მილიონი დოლარი დახარჯა.

იტალიური გამოცემა ამ ინფორმაციას დიეგოს ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაც შეეხება თანხების გადანაწილებას, ყველაზე დიდი წილი დიეგოს ყოფილ საცოლეს როსიო ოლივას შეხვდა - 1.41 მილიონი. სიაში შემდეგ არიან უმცროსი ვაჟის დედა ვერონიკა ოხედა 910 ათასი, ყოფილი მეუღლე კლაუდია ვილიაფანიე 900 ათასი, ქალიშვილები დალმა 554 ათასი და ჯანინა 500 ათასი, უმცროსი ვაჟი დიეგო 77 ათასი.

ტაციაობა მარადონას ქონებაზე

The Sun-ის ცნობით, მარადონას ქონების ხელში ჩასაგდებად, დიეგოს ოჯახის წევრებმა ნამდვილი ომი დაიწყეს.

წყაროს თანახმად, მარადონას ქონება 37 მილიონ ფუნტად არის შეფასებული და მის მისაღებად პრეტენზია ერთბაშად 16 ადამიანს აქვს - 5 კანონიერი შვილი, 7 უკანონო შვილი და 5-დან 4 და.

როგორც ირკვევა, მარადონამ 2012 წელს ანდერძი შეადგინა, თუმცა შემდეგ ის გააუქმა. მისი ფინანსური აქტივები შვეიცარიაში, დუბაიში და ბუენოს-აირესშია შენახული.

არგენტინული კანონდებლობის თანახმად, ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით შვილებისთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევა არ შეიძლება. ქონება ყველამ თანაბრად უნდა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები