ჯოკოვიჩის შემდეგ ნადალი - თიხის მეფე მონტე-კარლოს ტურნირს გამოეთიშა
Aa
Aa

ჯოკოვიჩის შემდეგ ნადალი - თიხის მეფე მონტე-კარლოს ტურნირს გამოეთიშა

რაფაელ ნადალმა მონტე-კარლოს ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. ამ გათამაშების 11-გზის გამარჯვებულმა მსოფლიოს მერვე ჩოგნის, ანდრეი რუბლიოვის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და სამ სეტში - 2:6, 6:4, 2:6 დამარცხდა.

რუბლიოვმა ნადალს თიხის საფარზე პირველად მოუგო და მეხუთე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც მონტე-კარლოს ტურნირზე რაფას სძლია. ახალგაზრდა რუსი გილერმო კორიას, ნოვაკ ჯოკოვიჩს, დავიდ ფერერსა და ფაბიო ფონინის შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ რუბლიოვი 25-ე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ნადალი თიხის საფარზე დაამარცხა, მასთან წაგების შემდეგ, კი რაფას თიხის საფარზე 507 გამარჯვება და 59 მარცხი დაუგროვდა.

ცნობისთვის, გუშინ, ასპარეზობას ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეთიშა, რომელმაც დანიელ ევანსის ბარიერი ვერ დაძლია. რუბლიოვს რაც შეეხება, ნახევარფინალში იგი ნორვეგიელ კასპერ რუდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები