მანჯუკიჩის ღირსეული ჟესტი - ხელფასზე უარი თქვა და თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება
Aa
Aa

მანჯუკიჩის ღირსეული ჟესტი - ხელფასზე უარი თქვა და თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება

„მილანის“ თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა მარტის ხელფასზე უარი თქვა და თანხა, რომელიც ხორვატს გასულ თვეში უნდა მიეღო, ქველმოქმედებას მოხმარდება. 34 წლის ცენტრფორვარდმა ტრავმის გამო მარტში „როსონერის“ ყველა მატჩი გამოტოვა და ანაზღაურებაზე უარი სწორედ ამიტომ განაცხადა.

ეს ინფორმაცია ANSA-მ გაასაჯაროვა და „მილანის“ პრეზიდენტის, პაოლო სკალონის სიტყვებიც გაავრცელა: „განსაკუთრებული ჟესტი, რომელიც მარიოს ეთიკას, პროფესიონალიზმსა და მილანისადმი მის პატივისცემას აჩვენებს.

კლუბს შესაძლებლობა ექნება, უფრო მეტად დაეხმაროს მილანის ფონდს პროექტებისთვის, რომლებიც რთულ ეკონომიკურ და საგანმანათლებლო პირობებში მყოფი ახალგაზრდებისთვისაა, სადაც სპორტი სოციალური ჩართულობის ინსტრუმენტს წარმოადგენს“.

შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „მილანს“ იანვარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ტრავმის მიღებამდე „როსონერის“ მაისურით 4 მატჩის ჩატარება მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები