შეიძლება ზაფხულში გაყიდონ - ლონდონში ვერნერი არ მოწონთ
Aa
Aa

შეიძლება ზაფხულში გაყიდონ - ლონდონში ვერნერი არ მოწონთ

ცნობილია, რომ ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავს. სპორტულ მედიაში „არისტოკრატებს“ არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ. მათ შორის ჰოლანდს და აგუეროს.

ამ მომენტისთვის ტუხელის გუნდის შეტევის ხაზი გადატვირთულია. კლუბს წინა ხაზში ზიეჩი, პულიშიჩი, ჟირუ, აბრაჰამი, ჰავერცი და ტიმო ვერნერი ჰყავს.

ლონდონში ყველაზე მეტად ტიმო ვერნერის თამაში არ მოწონთ. გამოცემა Evening Standart წერს, რომ „არისტოკრატებმა“ შესაძლოა გერმანელი შემტევი ზაფხულში გაყიდონ. ამ ყველაფერს მისი ცუდი თამაში იწვევს. ვერნერმა ბოლო 29 დაპირისპირებაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

ჰოლანდზე და აგუეროზე უკვე მოგახსენეთ. არგენტინელი თავდამსხმელი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ კლუბში შეეძლება გადასვლა.

რაც შეეხება ჰოლანდს, „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი სხვადასხვა ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ კლუბის მწვერვალზე დაბრუნება სურს და ამისთვის ჰოლანდის ყიდვა იდეალური დასაწყისი იქნებოდა.

ნორვეგიელ თავდამსხმელს არაერთ კლუბს უკავშირებენ. ფაქტობრივად მისით ყველა ევროპული გრანდი ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ ტიმო ვერნერი „არისტოკრატებს“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდა შემტევმა ლონდონური კლუბის მაისური 41-ჯერ მოირგო და 10 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები