ფელისიანო ლოპესი ავსტრალიაში ზედიზედ მე-60
Aa
Aa

ფელისიანო ლოპესი ავსტრალიაში ზედიზედ მე-60 "დიდ სლემს" თამაშობს!

35 წლის ესპანელი ჩოგბურთელი ფელისიანო ლოპესისთვის "ავსტრალიის ღია პირველობა" მე-60 "დიდი სლემის" ტურნირია.

ვეტერან მოთამაშეს 2002 წლის შემდეგ არც ერთი "დიდი სლემის" ტურნირი არ გამოუტოვებია.

აღნიშნული მაჩვენებლით რეკორდსმენი როჯერ ფედერერია, რომელმაც ზედიზედ 65 დიდი სლემის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და რომ არა ტრავმა 2016 წელს “როლან გაროსზეც” ითამაშებდა.

ქალებში ფელისიანოს ფრანჩესკა სკიავონე უსწრებს, რომელსაც ზედიზედ 61 დიდი სლემის ტურნირი აქვს ნათამაშები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები