ტონი რონალდუს აკრიტიკებს:
Aa
Aa

ტონი რონალდუს აკრიტიკებს: "დიდებულმა ჩემპიონმა სხვებს მაგალითი უნდა მისცეს"

იტალიაში რონალდუს მისამართით კრიტიკა არ წყდება. თითქმის ყოველ დღე პრესა, თუ ვეტერანი ფეხბურთელები კრიშტიანუს საქციელს გმობენ. ამჯერად ეს მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა ტონიმ გააკეთა.

სერია ა-ს ბოლო ტურში „ჯენოასთან“ მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ, რონალდუ ძალიან გაღიზიანებული ჩანდა. კრიშტიანუმ შეხვედრის შემდეგ მაისური გაიხადა და ძირს დააგდო. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პორტუგალიელმა გასახდელში სიბრაზე შეიტანა, სადაც კედელს მუშტი დაარტყა და შხაპის მიღების შემდეგ იქაურობა ისე დატოვა, რომ არავისთვის სიტყვაც არ უთქვამს.

„ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირია, ძალიან ბევრს იტანს, მაგრამ მისი გუნდისადმი დამოკიდებულება არ მომწონს.

ფეხბურთელობისას ძალიან ეგოისტი ვიყავი, მაგრამ თუ გოლის გატანას ვერ ვახერხებდი, მოედანზე გამარჯვების აღსანიშნად მაინც ვრჩებოდი. იმედგაცრუებას ვმალავდი და მას ჩემში ვინახავდი.

მნიშვნელობა არ აქვს მან მაისური შეგნებულად მოისროლა, თუ შემთხვევით, შენ მაისური არ უნდა გადააგდო, ის სხვას უნდა მისცე. დიდებულმა ჩემპიონმა სხვებს მაგალითი უნდა მისცეს“. - ამბობს ტონი.

ბოლოს გეტყვით, რომ იტალიურ პრესაში რონალდუს შესაძლო წასვლის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. „იუვენტუსს“ ბევრი ურჩევს, რომ პორტუგალიელი გაასხვისოს და ახალი მიმართულება აიღონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები