Aa
Aa

"ჩვენი სიამაყე ხარ", - როგორ გამოიყურებოდა ვალვერდეს ფეხი მატჩამდე

ფედე ვალვერდემ „ლივერპულის“ წინააღმდეგ ტრავმით ითამაშა. ურუგვაელს „ელ კლასიკოს“ შემდეგ ფეხზე დაზიანება ჰქონდა, თუმცა ზიდანმა გარისკა ის მაინც ძირითადში გაამწესა.

ვალვერდემ ჩინებულად ითამაშა და თან მატჩი მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, შემდეგ კი ნახევარდაცვაში გადაინაცვლა.

ფედეს მეგობარმა გოგომ მინა ბონინომ მატჩიდან რამდენიმე საათის შემდეგ სოციალურ ქსელში ვალვერდეს ფეხის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც შეხვედრამდე იყო გადაღებული და არც ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა.

„არ მინდოდა, რომ ეს ფოტო მატჩამდე გამომექვეყნებინა, რადგან შემდეგ ამას რაიმე მოჰყოლოდა. ახლა კი უფლება არ მქონდა ეს არ გამეკეთებინა.

ეს შენი ძალისხმევაა და ამის გამო არავინ არაფერს მოგცემს. დღე და დღე შენ იჩენ სიმტკიცეს, მაგრამ დღეს ყველაფერი უფრო მეტად შეასრულე, ვიდრე ოდესმე. ჩვენი სიამაყე ხარ“. - წერს სოციალურ ქსელში მინა ბონინო.

„ელ კლასიკოს“ შემდეგ იყო ინფორმაცია, რომ ვალვერდეს მატჩის შემდეგ ფეხი აწუხებდა და შესაძლოა „ენფილდზე“ ვერ ეთამაშა. ისიც დაიწერა, რომ ურუგვაელი გუნდს დიდი ხნით დააკლდებოდა, თუმცა ფედემ თავისი მებრძოლი ხასიათი და შესანიშნავი ფიზიკური მომზადება კიდევ ერთხელ გვიჩვენა.

22 წლის ფეხბურთელმა „ლივერპლთან“ მატჩამდე The Guardian-თან ინტერვიუ ჩაწერა და მისი ბავშვობა გაიხსენა. თუ როგორ უყალიბდებათ ურუგვაიში მებრძოლი ხასიათი:

„ურუგვაიში ყველა მინდორი ბალახისგან არ არის დამზადებული. პირველ დივიზიონშიც კი ასეა. ასე, რომ წარმოიდგინეთ როგორია ფეხბურთი ბავშვებისთვის. ბინძური მოედნებია, რომელზეც ქვები ყრია. კუთხურის ჩასაწოდებლად მიდიხართ და ამ დროს თქვენს გვერდით ცხოველია. ეს ყველაფერი შენ გზრდის, იბრძვი, უფრო ძლიერი ხდები. სასიამოვნოა, როცა თამაშიდან შინ დასვრილი, ტალახიანი თმებითა და ქვებით სავსე ფეხსაცმლებით ბრუნდები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები