Aa
Aa

"მანჩესტერი" მეგა-ტრანსფერის განხორციელებასთან საკმაოდ ახლოსაა!

რამდენიმე საათის წინ, ბრიტანულმა გამოცემა "The Independent"-მა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა...

საქმე მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევს, ანტუან გრიზმანს ეხება, რომელმაც აღნიშნული წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა!

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრიზმანმა "მანკუნიანელთა" ხელმძღვანელობას, ინგლისურ გუნდში მისი მომავალი სათამაშო ნომერი დააჯავშნინა. მხარეებმა მოთამაშეის ყოველკვირეულ ანაზღაურებაზეც ადვილად მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.

ახლა "მანჩესტერს" მოლაპარაკებების გამართვა მადრიდის "ატლეტიკოსთან" მოუწევს. როგორც ცნობილია, ინგლისელები მზად არიან, რომ ფრანგი შემტევის სანაცვლოდ "როხიბლანკოს" 100 მილიონი ევრო შესთავაზონ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები