ვაქცინაცია - კოპა ამერიკაზე მონაწილე ყველა ფეხბურთელი აიცრება
Aa
Aa

ვაქცინაცია - კოპა ამერიკაზე მონაწილე ყველა ფეხბურთელი აიცრება

CONMEBOL-მა ჩინეთთან შეთანხმებას მიაღწია, რისი მიხედვითაც ივნისში გასამართ კოპა ამერიკაზე აბსოლუტურად ყველა მონაწილე ფეხბურთელი ვაქცინით აიცრება.

კოპა ამერიკა არგენტინაში და კოლუმბიაში ჩატარდება. სტარტს 13 ივნისს აიღებს და 10 ივლისს დასრულდება.

მონაწილეობას 10 სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი ნაკრები მიიღებს, მათ შორის არგენტინა ბრაზილია ჩილე და ა.შ. ხსენებულ ნაკრებებში კი ფეხბურთელები ევროპის სხვადასხვა კლუბებიდან გაემგზავრებიან.

ჩინურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ „სინოვაკმა“ კოპა ამერიკაზე მონაწილე ფეხბურთელებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის 50 000 ვაქცინა გამოყო.

რა თქვა CONMEBOL-ის პრეზიდენტმა

„ეს საუკეთესო სიახლეა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთელების ოჯახებმა შეიძლება გაიგონ. მე ვაფასებ და დიდ მადლობას ვუხდი კომპანია „სინოვაკს.“ ისინი მიხვდნენ, რომ ფეხბურთი სამხრეთ ამერიკის ეკონომოკისთვის, კულტურისთვის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ფუნდამენტური საქმიანობაა. ვფიქრობ ეს Covid-19-ის დასამარცხებლად უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.“ - თქვა ალეხანდრო დომინგესმა

UEFA-ს პოზიცია

სამწუხაროდ, UEFA ევრო 2020-ზე მონაწილე ქვეყნების ფეხბურთელებისთვის ვაქცინაციას არ გეგმავს და მეტიც, ამ იდეისგან ძალიან შორს არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები