ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "ურუგვაიში კუთხურის ჩაწოდებისას შენს გვერდით ცხოველია"

მადრიდის „რეალის“ ურუგვაელ ნახევარმცველს The Guardian-ი გაესაუბრა და მას რამდენიმე საინტერესო კითხვა დაუსვა.

ფეხბურთი ურუგვაიში:

„ურუგვაიში ყველა მინდორი ბალახისგან არ არის დამზადებული. პირველ დივიზიონშიც კი ასეა. ასე, რომ წარმოიდგინეთ როგორია ფეხბურთი ბავშვებისთვის. ბინძური მოედნებია, რომელზეც ქვები ყრია. კუთხურის ჩასაწოდებლად მიდიხართ და ამ დროს თქვენს გვერდით ცხოველია. ეს ყველაფერი შენ გზრდის, იბრძვი, უფრო ძლიერი ხდები. სასიამოვნოა, როცა თამაშიდან შინ დასვრილი, ტალახიანი თმებითა და ქვებით სავსე ფეხსაცმლებით ბრუნდები“.

სუარესთან და ხიმენესთან შეხვედრა:

„სუარესი და ხიმენესი? პირველად, როდესაც ეს მოხდა ჩვენ ერთმანეთი დავხოცეთ. ზოგჯერ ფეხბურთს გვერდით ვდებთ ხოლმე, რადგან სასიამოვნოა დროის ოჯახთან და ბავშვებთან ერთად გატარება. ფეხბურთი ასეთია, ყოველთვის არის აქ ისეთი კომენტარები, რომელბიც სხვების ანერვიულებას იწვევს“.

მსხვერპლშეწირვა პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის:

„ჩემს ცხოვრებაში იყო ცვლილების მომენტი, რომელსაც ახლა ვნანობ, რადგან სკოლის მიტოვება მომიხდა, როცა უნდა გადამეწყვიტა სწავლას გავაგრძელებდი, თუ ფეხბურთს ვითამაშებდი. სკოლა ძალიან მენატრებოდა. ამის გასაკეთებლად იქაურობა უნდა დამეტოვებინა. 14-15 წლის ვიყავი, როცა ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი. ბევრი მოგზაურობა იყო, კლასელები მენატრებოდა. რთული იყო“.

22 წლის ნახევარმცველი ზინედინ ზიდანისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. ვალვერდემ გასულ „ელ კლასიკოში“ შთამბეჭდავად ითამაშა და თავისი კლასი კიდევ ერთხელ გვიჩვენა.

ფედემ „რეალის“ ძირითად გუნდში 96 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშძე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები