გერმანიიდან Crystalbet ეროვნულ ლიგაში - შუბითიძე
Aa
Aa

გერმანიიდან Crystalbet ეროვნულ ლიგაში - შუბითიძე "საბურთალოს" გაწვრთნის

უახლოეს დღეებში დედაქალაქურ „საბურთალოს“ 46 წლის ხვიჩა შუბითიძე ჩაიბარებს. მართალია, კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არაა მოწერილი, თუმცა მხარეები უკვე შეთანხმდნენ. ხელშეკრულება შუბითიძესთან მისი სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ გაფორმდება. ცნობისათვის გეტყვით, რომ „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი 26 წელია გერმანიაში წარმატებით მოღვაწეობს – ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, 2013 წლიდან უკვე მწვრთნელის ამპლუაში გადაინაცვლა. შუბითიძე საქართველოში ხვალ ჩამოვა და „სამტრედიასთან“ მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს.

შუბითიძის პროფესიული საფეხბურთო კარიერა 1991 წლიდან იწყება. საქართველოში, სადაც რამდენიმე სხვადასხვა კლუბში უთამაშია, 117 მატჩი ჩაატარა და 87 გოლი გაიტანა. საქართველოში შუბითიძის ბოლო კლუბი „შევარდენი 1906“ იყო – 22 თამაში და რვა გატანილი ბურთი. ამავდროულად, იყო 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი. ამის შემდეგ, იგი გერმანიაში გაემგზავრა და იქ განაგრძო საფეხბურთო კარიერა. ევროპაში რამდენიმე კლუბში იასპარეზა, მათ შორის იყო პირველი ბუნდესლიგის „ზანქტ პაული“ (4 გოლი) და „აუე“ (17 გოლი). გერმანიაში 1995 წლიდან 2011 წლამდე 401 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 78-ჯერ აიღო. 

ხვიჩა შუბითიძემ 2013 წლიდან უკვე მწვრთნელობას მიჰყო ხელი – სამწვრთნელო კარიერა LVB „ლაიპციგში“ დაიწყო, ბოლოს კი გერმანიის „ჰელეშერის“ 19 წლამდე გუნდს ხელმძღვანელობდა. სწორედ, შუბითიძის თავკაცობით “ჰელეშერი” 19 წლამდე ბუნდესლიგაში გადავიდა.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხვიჩა შუბითიძეს გერმანიაში დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

გილოცავთ „საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელობას. რამდენად მოულოდნელი იყო შეთავაზება?

მადლობა მოლოცვისთვის, იმედი მაქვს „საბურთალოსთან“ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევ. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ შედეგი გვქონდეს და სასურველი ფეხბურთი ვაჩვენოთ. რაც შეეხება შეთავაზებას – სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია მინდა საქართველოში ჩამოსვლა და მუშაობა, მაგრამ ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოვახერხე. ახლა, როდესაც „საბურთალოს“ ხელმძღვანელებისგან შეთავაზება მივიღე, სიამოვნებით დავთანხმდი. მიხარია, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ძალიან მოტივირებული ვარ.

ორ ათეულ წელზე მეტია, რაც გერმანიაში ცხოვრობთ. რამდენად ხშირად ადევნებდით თვალს ქართულ ფეხბურთსა და „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას“?

26 წელია გერმანიაში ვცხოვრობ. საქართველოში ჩამოვდივარ-ხოლმე, თუმცა მცირე ხნით. ქართულ ფეხბურთზე ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას, სისტემატურად ვადევნებ თვალს. თუმცა, რატომღაც წლეულს განსაკუთრებით ყურადღებით ვუყურებდი საქართველოს ჩემპიონატების თამაშებს. ძალიან ბევრ მატჩს მივადევნე თვალი.
ქართული ფეხბურთი მრავალფეროვანია, შეინიშნება სასიკეთო ძვრები. შრომობენ, რომ კიდევ უფრო უკეთესობა იყოს. ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება, მთავარი სურვილი და მონდომებაა.
ყველამ ვიცით, რომ ინფრასტრუქტურული კუთხით არის პრობლემები, თუმცა მჯერა გამოსწორდება.

რას იტყვით „საბურთალოზე“? 

„საბურთალო“ წამყვან როლს თამაშობს ქართულ ფეხბურთში. ამ კლუბის დიდი პლიუსია, რომ თავისი აკადემია აქვს. ამავდროულად, ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ მრავლად ფეხბურთელები. ის შედეგები, რაც კლუბმა მიაღწია, ჰაერიდან არ მოსულა. ეს ყველაფერი დიდ შრომის შედეგია. „საბურთალო“ იბრძოდა და ყოველთვის იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის, სხვანაირად გამორიცხულია.

როგორც ვიცით, წლეულს PRO ლიცენზიაზეც სწავლობთ. ამ ფაქტორმა, ალბათ დამატებითი მოტივაციაც მოგცათ?

დიახ. შესაბამისი ლიცენზიის სწავლებამ გააღვივა ჩემი მოტივაციაც. იმედია, ქართულ-გერმანული საფეხბურთო ხედვის შერწყმა, საინტერესო და წარმატების მომტანი იქნება.

გვითხარით, როგორია თქვენი საფეხბურთო გემოვნება?

მიყვარს შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთის თამაში. ის სტილი, რასაც „საბურთალო“ თამაშობს.

 განსაკუთრებულ ყურადღებას რას აქცევთ? 

 დისციპლინის გარეშე წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია. ეს კომპონენტი, რომ მოწესრიგებული და დალაგებულია, შემდეგ უკვე ყველაფერზე ფიქრი შეიძლებ

 

მასალა მოამზადა - fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები