ბურთის ფლობა და ფლირტი გოგოსთან - ნეიმარმა ბაიერნს დასცინა
Aa
Aa

ბურთის ფლობა და ფლირტი გოგოსთან - ნეიმარმა ბაიერნს დასცინა

„ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ, ნეიმარი პრესას გაესაუბრა და რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ბრაზილიელი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ მიუნხენელებს ბურთის ფლობის მხრივ ტოტალური უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა პსჟ-მ მეორე ნომრად თამაშის შედეგად ნახევარფინალში გასვლა შეძლო და ბევრი ამას უსამართლო შედეგად მიიჩნევს.

„იგივე ითქვა არა? შენ შეგიძლია ფლობდე ბურთს, ისევე როგორც გქონდეს ფლირტი გოგოსთან მთელი საღამო, შემდეგ მოვა ბიჭი და მას 5 წუთში დაიპყრობს“. - განაცხადა ნეიმარმა TNT Sports Brasil-თან საუბრისას.

პირველ შეხვედრაში მიუნხენელები ბურთს 61%-39%-ზე ფლობდნენ. მეორე მატჩში კი 55%-45%-ზე, თუმცა ნახევარფინალში საბოლოოდ მაინც პსჟ გავიდა.

ბურთის ფლობასთან დაკავშირებით დაახლოებით მსგავსი რამ ადრე არგენტინელმა სპეციალისტმა ხორხე სამპაოლიმაც თქვა: „ბურთის ფლობა? ერთხელ ბარში ქალთან ერთად მთელი ღამე გავატარე. შემდეგ ღამის 5 საათზე ერთი ბიჭი მოვიდა და ის საპირფარეშოში გაიყვანა, სადაც სიყვარულით დაკავდნენ“.

ნეიმარმა პარედესთან ერთად მატჩის საფინალო სასტვენთან ერთად გამარჯვება ძალიან ემოციურად აღნიშნა, რა დროსაც ზუსტად მათ გვერდით იოზუა კიმიხი იდგა, რომელმაც მატჩამდე განაცხადა, რომ „ბაიერნი“ პსჟ-ზე ძლიერი გუნდი იყო.

ხომ არ ყოფილა ეს ნეიმარის მხრიდან პროვოკაციული ქმედება? ბრაზილიელმა ამაზეც ისაუბრა:

„მისი პროვოცირება არც კი მიცდია. უბრალოდ აღნიშნვა მინდოდა და ლეო (პარედესი) გვერდით იყო. უბრალოდ ის ჩემს წინ იდგა და გამარჯვება ერთად ვიზეიმეთ.

ვფიქრობ, ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ კიმიხი ჩვენ გვერდით აღმოჩნდა. ის ამბობდა, რომ მათი გუნდი უკეთესი იყო და მომდევნო ეტაპზეც ისინი გავიდოდნენ. მათ ნახევარფინალში ადგილი უკვე დაბევებული ეგონათ“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „დორტმუნდს“ შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები