კვარაცხელიას შეძენით აიაქსი დაინტერესდა!
Aa
Aa

კვარაცხელიას შეძენით აიაქსი დაინტერესდა!

ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ ყოველ კვირა ახალი ინფორმაცია ვრცელდება და მისით სულ უფრო მეტი კლუბი ინტერესდება. რუსული sport-express-ის ცნობით, ამჯერად ქართველი ტალანტის შეძენით ამსტერდამის „აიაქსია“ დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, ხვიჩას აგენტი ამსტერდამში გაემგზავრება და კლუბის სპორტულ დირექტორს მარკ ოვერმარსს შეხვდება.

ნიდერლანდული კლუბი კვარაცხელიას შეძენით არის დაინტერესებული. იქამდე კი Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ატალანტა, იუვენტუსი, მილანი, ინტერი და დორტმუნდი იჩენენ“. - წერს რუსული გამოცემა.

2020-21 წლების სეზოში „რუბინის“ რიგებში ხვიჩას ანგარიშზე 21 მატჩში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი ფეხბურთელის ფასი სანაკრებო პაუზის შემდეგ ერთბაშად 5 მილინით გაიზარდა. კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე გაძვირებული მოთამაშის სტატუსი დაისაკუთრა და მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 5 მილიონი ევროთი მოიმატა.

მარტის სანაკრებო პაუზამდე Transfermarkt-ზე ხვიჩას ფასი 10 მილიონი ევრო გახლდათ, დღეიდან კი 20 წლის ქართველი 15 მილიონი ევრო ღირს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა Transfermarkt-ის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა. აქამდე „კვარა“ პირველ ადგილს სოლომონ კვერკველიასთან ერთად იკავებდა, რომელსაც 2019 წელს გერმანული სააგენტო 10 მილიონ ევროდ აფასებდა, ახლა კი 15 მილიონით ერთპიროვნულ ლიდერად იქცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები