კორღალიძის შემდეგ სოსიაშვილი -
Aa
Aa

კორღალიძის შემდეგ სოსიაშვილი - "სამგურალი" უმწვრთნელოდ დარჩა

Crystalbet ეროვნული ლიგის გუნდი „სამგურალი“ მწვრთნელის გარეშე დარჩა,

8 ტურის შემდეგ ლევან კორღალიძეის მსგაცსად თანამდებობა უჩა სოსიაშვილმა დატოვა.

ინფორმაციას „სამგურალი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წყალტუბოს ,,სამგურალი" მომდევნო ტურიდან ეროვნულ ლიგაში ასპარეზობას უჩა სოსიაშვილის გარეშე განაგრძობს. ახალგაზრდა სპეციალისტი დღეს ფეხბურთელებს და კლუბის წევრებს დაემშვიდობა და მათ სამომავლოდ წარმატებები უსურვა. გუნდი დატოვა მთავარი მწვრთნელის თანაშემწე თამაზ სამხარაძემაც.კლუბი მადლობას უხდის უჩა სოსიაშვილს და თამაზ სამხარაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში.,,სამგურალის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.“ - წერია განცხადებაში

ჩატარებული 8 ტურის შემდეგ „სამგურალი“ Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

მომდევნო ტურში წყალტუბოელები შინ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 17 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები