გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "ისინი მოედანზე ყოფნისას ნა****არი მკვლელები იყვნენ“

2012 წლის 25 მაისს, „ბარსელონამ“ პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით ბოლო ტიტული მოიგო. კატალონიელებმა სამეფო თასის ფინალში „ბილბაო“ დაამარცხეს. ასე დასრულდა კლუბის ისტორიაში უდიდესი ეპოქა.

TV3-თან საუბრისას პეპმა თავისი ბარსელონური წლები გაიხსენა:

„მახსოვს, როდესაც ბილბაოსთან ფინალურ მატჩში მოედანზე გავედით, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სახეზე დაძაბულობა ეტყობოდათ. მეორე მხარეს კი ჩემი ფეხბურთელები ამხანაგური მატჩისთვის ემზადებოდნენ. ისინი შეჩვეულები იყვნენ, მათ იცოდნენ რომ გაიმარჯვებდნენ”.

“ბარსამ“ პირველივე ტაიმში მესის, პედროსა და ჩავის გოლებით ბასკებს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. არსებობს ვერსია, რომ შესვენებაზე გუნდები შეთანხმდნენ, რომ „ბლაუგრანა“ მეტოქეს მეტ გოლს აღარ გაუტანდა და შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდებოდა. გუარდიოლა ყველაფერს უარყოფს:

„გარწმუნებთ, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. მარსელო ბიელსას გუნდები ყოველთვის სწავლობენ და არასდროს ნებდებიან. თუ ბარსას 5 გოლის გატანა შეეძლო, ამას გააკეთებდა კიდეც, თუ 8 იქნებოდა, რვავეს გაიტანდნენ.

ჩემი ფეხბურთელები კარგი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მოედანზე ყოფნისას ნაბიჭვარი მკვლელები იყვნენ“.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს კოპა დელ რეის ფინალში „ბარსელონა“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება და სეზონში პირველი ტიტულის მოგებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები