მაუნტი:
Aa
Aa

მაუნტი: "ტუხელმა ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა"

მეისონ მაუნტმა „პორტუს“ დამარცხების შემდეგ, პრესასთან „ჩელსიში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და გუნდში ტომას ტუხელის როლს ხაზი გაუსვა:

„ტუხელმა ჩვენზე დიდი გავლენა იქონია. რთულია გუნდში სეზონის შუა ნაწილში მიხვიდე, მაგრამ მან ფეხბურთელებზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ პირველივე დღიდან ვიცოდით, თუ რა უნდოდა მას და ეს ყველაფერი თამაშებში განვახორციელეთ.

ბევრს ვვარჯიშობთ და ეს ჩანს. გუნდურად მყარად გამოვიყურებით. მაღალ დონეზე ვასპარეზობთ და ასე უნდა განვაგრძოთ.

ჩვენთვის ნახევარფინალში ნებისმიერი მეტოქე მისაღებია. ბრძოლისთვის მზად ვართ. უნდა დავსხდეთ და ყველაფერი გავაანალიზოთ. ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვიქნებით“.

მაუნტი ამბობს, რომ „ჩელსის“ გასახდელში კარგი განწყობაა. იმის გათვალისწინებით, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ამ მხრივ გუნდში სავალალო მდგომარეობა იყო.

„ამ მომენტისთვის კარგ მდგომარეობაში ვართ. ვიცით, რომ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ წინ უფრო დიდი მატჩები გველის. FA Cup-ის ნახევარფინალი გველის, თითოეული შეხვედრისთვის თავდაჯერებულები ვართ და გვჯერა, რომ მოგება შეგვიძლია. ჩემპიონთა ლიგაზეც ასევე უნდა ვიყოთ“.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ ნახევარფინალში „რეალი“ – „ლივერპულის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები