Aa
Aa

"საბურთალო” იყო, არის და იქნება ჩემს გულში" - კორღალიძემ თანამდებობა დატოვა

ლევან კორღალიძემ Crystalbet ეროვნული ლიგის გუნდის „საბურთალოს“ მწვრთნელი აღარ არის.

მან გუნდის დატოვების შესახებ საზოგადოებას ქობულეთის “შუქურასთან” 2:2 მატჩის შემდეგ ამცნო.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის სპეციალისტმა დედაქალაქური კლუბი გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში კორღალიძის ხელმძღვანელობით კლუბმა 18 ოფიციალური მატჩი ჩაატარა – 7-ჯერ მოიგო, 6 მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 5 შემთხვევაში დამარცხდა.

გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია, კარგა ხნის ნაფიქრი მქონდა. არ იყო იოლი ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ… “საბურთალო” ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ჩვენ კი რვა მატჩში 5 ფრე გვქონდა ნათამაშები. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის ასე ჯობდა. “საბურთალო” იყო, არის და იქნება ჩემს გულში. უკლებლივ ყველას მადლიერი ვარ, განსაკუთრებით კი კლუბის ხელმძღვანელების, რომლებიც ყველანაირ კომფორტს მიქმნიდნენ და გვერდში მედგნენ. “ბენდელაზე” მისვლისას მწვრთნელებისგან, ფეხბურთელებისგან თუ ნებისმიერი პერსონალისგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. მინდა “საბურთალოს” მომავალში წარმატებები ვუსურვო”, – განაცხადა ლევან კორღალიძემ.

ჩატარებული 8 ტურის შემდეგ "საბურთალო" Crystalbet ეროვნულ ლიგაში 11 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩში "საბურთალო" ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიას" დაუპირისპირდება, შეხვედრა 15 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები