ტურის სიმბოლურ გუნდში - კვეკვესკირის მორიგი კარგი მატჩი პოლონეთში
Aa
Aa

ტურის სიმბოლურ გუნდში - კვეკვესკირის მორიგი კარგი მატჩი პოლონეთში

პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კვეკესკირი მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონატში პირველ სეზონს ატარებს და ევროპულ ფეხბურთის კარგად მოერგო.

კვეკესკირის „ლეხი“ ჩემპიონატის ლიდერს „ლეგიას“ დაუპირისპირდა და შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.

ნიკამ შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა,შეგახსენებთ რომ კვეკვესკირთან ერთად გუნდში ნიკა კაჭარავა ირიცხება,რომელიც ტრავმირებულია და კლუბს თვის ბოლოს დაუბრუნდება.

ჩატარებული 24 ტურის შემდეგ „ლეხი“ სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-11 ადგილზეა.

მომდევნო ტურში ქართველების გუნდი 17 აპრილს „რაკოვს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები