Aa
Aa

"კომენტატორი ხართ?", - "ტვინს ნუ მი***ავ, ითამაშე" - კუალიარელასა და გატუზოს დიალოგი მატჩისას

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურის მატჩისას, „სამპდორიასა“ და „ნაპოლის“ შორის, საინტერესო დიალოგი შედგა. ფაბიო კუალიარელამ ჯენარო გატუზოსთან გამოლაპარაკება სცადა, რაზეც მისგან უხამსი პასუხი მიიღო.

სტადიონზე გულშემატკივრის არყოფნისა და სიჩუმის გამო, კუალიარელასა და გატუზოს მინი დიალოგი მედიამ მარტივად გაშიფრა. ერთ-ერთ ეპიზოდში „სამპას“ კაპიტანმა „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს მიმართა: - „მისტერ, თქვენ მატჩის კომენტატორი ხართ?“

გატუზო, ცხადია, სრულად შეხვედრაში იყო ჩართული და კუალიარელასთვის ყურადღების მიქცევა არ სურდა, ამიტომაც ასე უპასუხა: „კუალია, თამაშზე ფოკუსირდი და ჩემი ტვინის *** შეწყვიტე. რა ჯანდაბა გინდა?!“

როგორც ჩანს, კუალიარელამ გატუზოს დაუჯერა და ეპიზოდს გაგრძელება არ მოჰყოლია. „სამპას“ კაპიტანი თამაშზე კონცენტრირდა, მაგრამ ნეაპოლელთა დაცვას მან და თანაგუნდელებმა ვერაფერი მოუხერხეს.

„სამპდორიამ“ „ნაპოლისთან“ 0:2 წააგო და სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე რჩება. ნეაპოლელები კი ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლას აგრძელებენ და ოთხეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები