ლუის ჰემილტონს ახალი მანქანა ჰყავს
Aa
Aa

ლუის ჰემილტონს ახალი მანქანა ჰყავს

"მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და პრესტიჟული სუპერკარის - McLaren P1-ის მფლობელი გახდა. ამ დღეებში მანქანა მონაკოში ჩაიტანეს, სადაც ცხოვრობს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მიმდინარე სეზონის ლიდერი.

McLaren P1 მიახლოებულია ფორმულა 1-ის მანქანებთან: უკანა სავალი ღერძი, ჰიბრიდული ძალისმიერი აგრეგატის ცენტრალური განლაგება და KERS-ის სისტემა. 3.8-ლიტრიანი V8 ძრავა ორმაგი ტურბოთი და 900 ცხენის ძალის ელექტროძრავა ერთად 900 ცხენის ძალის ტოლფას სიმძლავრეს ავითარებს. თუმცა, რა თქმა უნდა, "მაკლარენის" ავტომობილი გაცილებით მეტს იწონის, ვიდრე ფორმულა 1-ის ბოლიდი.

მანქანის ღირებულება - დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარია, თუმცა კონკრეტული ფასი შემკვეთის მოთხოვნებზეა დამოკიდებული.


McLaren P1 - ერთადერთი სუპერკარი არ არის ჰემილტონის კოლექციაში. მას უკვე დიდი ხანია ეკუთვნის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანა - Pagani Zonda, ამას წინათ კი შეიძინა ახალი LaFerrari ჰიბრიდული ძალისმიერი აგრეგატით.

ცხელი ამბები