მარცხი რუსეთთან - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა
Aa
Aa

მარცხი რუსეთთან - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა რუსეთის წინააღმდეგ გამართა. მასპინძლები ფავორიტად მოიაზრებოდნენ და ავთანდილ ასათიანის გუნდი 0-3 დამარცხდა.

რუსებმა ანგარიში მალევე გახსნეს და მეორე წუთზე რობინიოს მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. რამდენიმე წამში მასპინძლების უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა. მე-3 წუთზე თავი ანდრეი აფანასიევმა გამოიჩინა - 2-0.

პირველი ტაიმი, რომელშიც ქართველ ფეხბურთელებს მომენტების შექმნა ძალიან უჭირდათ, ამ ანგარიშით დასრულდა, მეორე ნახევარში კი ერთი გოლი გავიდა. 24-ე წუთზე აფანასიევმა ქართველთა კარი კიდევ ერთხელ აიღო და დუბლი მიითვალა.

???????? ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილით და ევროპის ჩემპიონატის საგზურით...

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on Monday, April 12, 2021

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე საფრანგეთი ანგარიშით - 3:2 დაამარცხა და ათი ქულა მოაგროვა. ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 2022 წელს ნიდერლანდებში ევროპის უძლიერეს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები