საერთაშორისო ტურნირი - მოჭიდავეების 12 მედალი ბულგარეთიდან
Aa
Aa

საერთაშორისო ტურნირი - მოჭიდავეების 12 მედალი ბულგარეთიდან

ბულგარეთში გამართულ "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სამივე სტილით ნაკრებმა ახალგაზრდული შემადგენლობით იასპარეზა და ჯამში 12 მედალი - 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვა.

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებიდან ტურნირის ჩემპიონი გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) გახნდა, ვერცხლის მედლები ნიკოლოზ ჭიკაიძემ (77 კგ) და ბაკურ გოგოლმა (82 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ) და თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) გახდნენ. 

თავისუფალ მოჭიდავეთა ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია, ჩემპიონები გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალს თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ) დასჯერდა, მესამე საპრიზო ადგილები ვლადიმერ გამყრელიძემ (74 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ) დაიკავეს.

გოგონებიდან კი ბრინჯაოს მედალი თეონა ჯანდაგაშვილმა (59 კგ) მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები