ჩინური
Aa
Aa

ჩინური "ტიანცინი" სუპერტრანსფერებს ამზადებს

ევროპულ პრესაში მორიგი სენსაციური ინფორმაცია ვრცელდება. ჩინური „ტიანცინი“ მზადაა საკუთარი შემადგენლობის გასაძლიერებლად მსოფლიო დონის შემტევები შეიძინოს.

გუნდის მილიარდელმა მფლობელმა, ში იუჰიმ დაადასტურა, რომ კლუბმა ედინსონ კავანის, კარიმ ბენზემასა და დიეგო კოშტას ტრანსფერზე შეთავაზება უკვე გააკეთა.

ჩინური გუნდი ამაზე შეჩერებას არ აპირებს და რადამელ ფალკაოსა და ბენფიკას ლიდერის რაულ ხიმენესის შესაძენადაც აპირებს ფულის გამოყოფას. იმ შემთხვევაში თუ აზიის ჩემპიონატში ლეგიონერების ლიმიტი არ დაწესდება „ტიანცინი“ აღნიშნულ ტრანსფერებზე აქტიურ მოლაპარაკებებს დაიწყებს.
ში იუჰის განცხადებით, ფეხბურთელების სუპერ-კონტრაქტები მზადაა, მაგრამ შესაძლოა მალე ჩინეთში 1 გუნდში ლეგიონერების ლიმიტი დაწესდეს, რაც საქმეს ართულებს.

"ტიანცზინს" გუნდში უკვე 3 უცხოელი ჰყავს და შესაძლოა, 1 შემადგენლობაში 5 ლეგიონერზე მეტი აღარ დაიშვას.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები