დრამატული საკალათბურთო ელ კლასიკო - რეალმა აქაც გაიმარჯვა
Aa
Aa

დრამატული საკალათბურთო ელ კლასიკო - რეალმა აქაც გაიმარჯვა

 ACB ლიგის მორიგ ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართა. „ბარსელონამ“ „რეალს“ უმასპინძლა და 85:87 დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი რეალმა 42:33 მოიგო და შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედი მასპინძლებმა კარგად ჩაატარეს და 24:17 დააფიქსირეს. სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა.

უკანასკნელ მეოთხედში სტუმრებმა კვლავ იაქტიურეს, თუმცა მატჩის მიწურულს "ბარსელონა" მეტოქეს მნიშვნელოვნად მიუახლოვდა, მაგრამ ლასოს შეგირდები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და ყველაფერი მათ სასიკეთოდ დასრულდა. საბოლოოდ მადრიდის „რეალმა“ „ელ კლასიკო“ 87:85 მოიგო.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო 21 ქულით 3 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით ჰიგინსი იყო, ხოლო „რეალის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი 13 ქულით 2 მოხსნით და 2 გადაცემით ფერნანდესი გახლდათ.

ამ გამარჯვების შემდეგ მადრიდელებმა სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიმყარეს და პირველ ადგილზე 56 ქულით მოგვევლინენ. მეორე ადგილს „ბარსელონა“ 50 ქულით იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები