ელ კლასიკოს შემდეგ - 5 საინტერესო ფაქტი
Aa
Aa

ელ კლასიკოს შემდეგ - 5 საინტერესო ფაქტი

10 აპრილს გამართულ „ელ კლასიკოს“ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მატჩმა გაცემული ავანსები გაამართლა და გულშემატკივრებმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილეს.

მატჩის შემდეგ რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გთავაზობთ 5 მათგანს:

2018 წლის შემდეგ, ლეო მესიმ მონაწილეობა 7 ოფიციალურ „ელ კლასიკოში“ მიიღო და მას შემდეგ „რეალის“ კარში არცერთი გოლი არ გაუტანია. აღსანიშნავია, რომ ლეოს ბოლო გოლისას რონალდუ „სამეფო კლუბის“ მოთამაშე იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ არგენტინელს „ბლანკოსის“ წინააღმდეგ არც ერთი საგოლე გადაცემაც არ შეუსრულებია.

ერთ კონკრეტულ სეზონში ლა ლიგის ეგიდით გამართული ორივე „ელ კლასიკოს“ წაგების შემდეგ, „ბარსელონას“ ჩემპიონატი არასდროს მოუგია. ვნახოთ როგორ დასრულდება 2020-21 წლების გათამაშება.

უკანასკნელი 43 წლის მანძილზე „რეალმა“ პირველად შეძლო და ზედიზედ 3 „ელ კლასიკო“ მოიგო.

„რეალი“ ჩინებულ ფორმაში იმყოფება. მოგებული „ელ კლასიკოს“ ჩათვლით ზიდანის გუნდს ყველა ტურნირის ეგიდით ბოლო 13 მატჩიდან 11 აქვს მოგებული, 2-ჯერ კი ფრედ ითამაშა. მადრიდელებს მომდევნო მატჩი „ენფილდზე“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ ელით.

2000 წლის 26 თებერვალს რობერტო კარლოსმა „ელ კლასიკოში“ „ბარსელონას“ გოლი ჯარიმიდან გაუტანა. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და „კლასიკოში“ მადრიდელებმა ჯარიმის გატანა მხოლოდ ერთხელ შეძლეს. ეს გუშინ ტონი კროოსმა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები