პირველი ფეხბურთელი, რომელიც კვირაში 1 მილიონს მიიღებს - რაიოლას გეგმა
Aa
Aa

პირველი ფეხბურთელი, რომელიც კვირაში 1 მილიონს მიიღებს - რაიოლას გეგმა

ერლინგ ჰოლანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გრანდების მთავარი სამიზნე იქნება, ეს კი ყველაზე კარგად ფეხბურთელის აგენტს მინო რაიოლას მოეხსენება.

Mirror-ის ცნობით, იტალიელი აგენტი გეგმავს, რომ ჰოლანდი ევროპაში პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც კვირაში ანაზღაურების სახით 1 მილიონ ევროს მიიღებს.

პანდემიიდან გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზე რთული წარმოსადგენია, რომ თუნდაც ჰოლანდს ვინმემ ასეთი პირობები შესთავაზოს. წყაროს ცნობით, ამის შანსი მხოლოდ 2 გუნდს აქვს - „მანჩესტერ სიტისა“ და პსჟ-ს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰოლანდმა ბუნდესლიგიდან კარიერის ლიგა 1-ში გაგრძელება მოისურვოს. რჩება მხოლოდ „სიტი“, რომელიც ნორვეგიელის მიმართ ინტერესს ადასტურებს.

როგორც ცნობილია, რაიოლა ჰოლანდის მამასთან ერთად „ბარსელონასა“ და „რეალის“ წარმომადგენლებს შეხვდა. წყაროს ცნობით, ესპანელები შოკირებულები არიან იმ პირობებით, რაც რაიოლამ მოითხოვა.

„არ ვიცი ჰოლანდის შემთხვევაში რა მოხდება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ამ ფასად ვინმე შევიძინოთ“. - თქვა პეპ გუარდიოლამ, რომელმაც ასტრონომიული თანხების დახარჯვა უკვე გამორიცხა.

რაიოლა ტრადიციულად ვაჭრობს და დროს წელავს, რათა მაქსიმალური სარგებელი ნახოს. ვნახოთ საბოლოოდ რა დარჩებათ მათ. ნებისმიერ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე კლუბმა ჰოლანდს კვირაში 1 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები