ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "არ შეიძლება ყველაფერი მსაჯს დაბრალდეს"

მოგებული „ელ კლასიკოს“ შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და მატჩის მნიშვნელოვანი დეტალები მიმოიხილა.

„ზიზუმ“ გუნდის მდგომარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გუნდით ამაყობს:

„თავს ძალიან კრგად ვგრძნობთ. მატჩი კარგად დავიწყეთ. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მესამე გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა.

კუმანის სიტყვები? მჯერა, რომ თუ მსაჯმა გადაწყვიტა, რომ პენალტი არ დაენიშნა ესეიგი პენალტი არ იყო. არ შეიძლება ყველაფერი მსაჯს დაბრალდეს. მნიშვნელოვანია ის, თუ რა გავაკეთეთ მოედანზე, რთული მატჩი გვქონდა, რადგან ბარსელონა დიდებული გუნდია.

ჩვენ ნახევარდაცვაში კიდევ ერთი მოთამაშე დავამატეთ, თუმცა ვალვერდეს შეტევაში ჩართვა კარგად გამოსდის და პირველი გოლისას მან სწორედ ეს გააკეთა. ფედე ძალიან სწრაფია და ხაზებს შორის კარგად მოქმედებს. ჩვენი გეგმაც ეს იყო. ბარსელონა ნახევარდაცვაში ძალიან კარგია.

ფეხბურთელთა გამო ძალიან ბედნიერი ვარ. დღევანდელ მატჩში ბევრი ცვლილება გვქონდა - მარსელო, მარიანო, ოდრიოსოლა, ისკო... ყველა ერთგულია, ყველას სურს თამაში. ამ გუნდში ეს ძალიან კარგი რამ არის.

არაფერი იცვლება, ჩემპიონობამდე დიდი გზა გველის. ახლა უნდა დავისვენოთ. ორი რთული მატჩი გვქონდა. არ ვიცი როგორ დავასრულებთ სეზონს. ჩვენ ფიზიკურად ზღვარზე ვიმყოფებით.

ნაჩო? ის ძალიან კარგი და საიმედო მოთამაშეა. თავისი საქმე იცის. ყოველთვის კარგად თამაშობს, დღესაც შესანიშნავი იყო. ფეხბურთელები საქმის ერთგულები არიან, მათ გამო მოხარული ვარ, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, ეს ძალიან რთულია“.

„რეალი“ ამ გამარჯვების შემდეგ პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა „ატლეტიკოს“ თავისი მატჩი ჯერ სათამაშო აქვს. აღსანიშნავია, რომ ზიდანის გუნდს კონკურენტების ფონზე ყველაზე მარტივი კალენდარი აქვს.

მადრიდელებს დარჩენილ ტურებში ყველაზე რთული მატჩები სტუმრად „ბილბაოსთან“ და საკუთარ კედლებში „სევილიას“ წინააღმდეგ აქვთ დარჩენილი, რომელთა მოგებაც ასეთ ფორმაში მყოფი „ლოს ბლანკოსისთვის“ დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები