კუმანი:
Aa
Aa

კუმანი: "არ ვიცი რატომ არ არის ესპანეთში ვარ სისტემა"

ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრებმა ძალიან საინტერესო „ელ კლასიკო“ იხილეს. მასპინძელთა რანგში „რეალი“ მოგვევლინა, რომელმაც „ბარსელონა“ უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ „ბლაუგრანას“ თავკაცმა რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა და შეხვედრის არბიტრი გააკრიტიკა, რასაც შეიძლება ნიდერლანდელი სპეციალისტის მიმართ რაიმე სანქცია მოჰყვეს.

რა თქვა კუმანმა?

„პირველ ტაიმში კარგად არ ვთამაშობდით. მეორე ნახევარში ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალეთ და გავაქტიურდით. მსაჯს მხოლოდ იმას ვთხოვდი, რომ სიტუაცია სწორად განესაჯა. მენდიზე პენალტი იყო. საბოლოოდ მან თამაშს მხოლოდ 4 წუთი დაამატა. 4 წუთი თავის პრობლემებს აგვარებდა ყურსასმენთან დაკავშირებით.

პენალტი აშკარა იყო! ახლა კი უნდა მოვკეტოთ და შევეგუოთ. მე უკვე გითხარით რასაც ვფიქრობ. პენალტი გადამწყვეტი იქნებოდა და ანგარიში 2:2 გახდებოდა. არ ვიცი რატომ არ არის ესპანეთში ვარ სისტემა. ყველა ფიქრობს, რომ თერთმეტმეტრიანი იყო.“

სატურნირო მდგომარეობა

ამ გამარჯვებით ზიდანის გუნდმა „ბარსელონას“ 1 ქულით გადაასწრო და მეტიც, დროებით პირველ ადგილზე გადავიდა. „რეალსაც“ და „ატლეტიკოსაც“ 66 ქულა აქვთ, მაგრამ სიმეონეს გუნდს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

რაც შეეხება "ბარსელონას", კუმანის შეგირდები 65 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას კატალონიელები 22 აპრილს შინ ხეტაფეს წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები