კუნთის მეორე ხარისხის დაზიანება - მარკინიოსი ბაიერნთან გამოირიცხა
Aa
Aa

კუნთის მეორე ხარისხის დაზიანება - მარკინიოსი ბაიერნთან გამოირიცხა

„პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარკინიოსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ განმეორებით დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემა L’EQUIPE-მა გაავრცელა.

მარკინიოსმა პირველ შეხვედრაში დაზიანება მიიღო და პოჩეტინოს მისი შეცვლა მოუწია. გამოცემა წერს, რომ პარიზული გრანდის უკანახაზელს ბარძაყის კუნთის მეორე ხარისხის დაზიანება აღენიშნება და მის გამოჯანმრთელებას 3 კვირა დასჭირდება.

ცნობისთვის, მარკინიოსთან ერთად გუნდს მარკო ვერატი ვერ დაეხმარება. იტალიელმა ნახევარმცველმა პირველი მატჩიც გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „ბაიერნი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა. გერმანელთა მხრიდან გოლები ჩუპო-მოტინგმა და მიულერმა გაიტანეს. პარიზელთა მხრიდან კი მბაპემ(2) და მარკინიოსმა გამოიჩინეს თავი. ხსენებული დაპირისირება 13 აპრილს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები