Aa
Aa

"ლივერპულმა მისით არ უნდა გარისკოს" - ვან დაიკს ნაკრებში ელიან

ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი იურგენ კლოპს მოუწოდებს, რომ ვირჯილ ვან დაიკს ევროპის ჩემპიონტზე თამაში სათუო არ გაუხადოს.

ვან ბასტენი თვლის, რომ თუ ვირჯილი მომჯობინებას ვერ მოასწრებს, ის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მაინც უნდა გაჰყვეს.

რ თქვა ვან ბასტენმა

„თუ, ვირჯილ ვან დაიკი ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს გაჰყვება და მაქსიმალურად, მთელი ძალებით ივარჯიშებს, ვფიქრობ ის რამდენიმე მატჩის ჩატარებას შეძლებს.

ეს სარგებელს არა მხოლოდ ნაკრებს, არამედ მის კლუბსაც მოუტანს.

ვირჯილი კარგ ფორმაში შევა და საკლუბო სეზონის სტარტს მზადყოფნაში შეხვდება.

ლივერპულმა მისით არ უნდა გარისკოს“.

დე ბურის პოზიცია ვან დაიკის თემასთან დაკავშირებით

ნიდერლანდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

დე ბური არ ფიქრობს, რომ „ლივერპული“ ვან დაიკის ჯანმრთელობით გარისკავს:

„ვირჯილი გარბენებსა და სლალომებს აკეთებს. ის ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ის ახლა გზაჯვარედინზე იმყოფება - ითამაშებს, თუ არა ევროპის ჩემპიონატზე.

ლივერპულის დამოკიდებულება ასეთია: „რატომ უნდა გარისკო?“ თუ ინგლისელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავლენ, შესაძლოა ეს ვირჯილისთვის პირველი მატჩი გამოდგეს.

არ ვფიქრობ, რომ ლივერპულს მისი ჯანმრთელობით გარისკვა უნდა, რათა ვირჯილი გუნდს პრემიერლიგაში მეოთხე ადგილის მოსაპოვებლად დაეხმაროს“.

შეგახსენებთ, რომ ვან დაიკმა დაზიანება გასული წლის ოქტომბერში „ევერტონთან“ შეხვედრაში მატჩის საწყის წუთებზე მიიღო. „მერსისაიდელთა“ კიპერმა ჯორდან პიკფორდმა ვირჯილის წინააღმდეგ საკმაოდ უხეშად ითამაშა და სწორედ ეს გახდა მისი ტრავმის მიზეზი, რის გამოც მას ოპერაცია დასჭირდა და გუნდს დღემდე ვერ ეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები