კიეზა:
Aa
Aa

კიეზა: "ყველაზე მეტად ეს დავხვეწე, პირლოს მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა"

23 წლის ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ მის პროგრესზე საუბრობს და ამ ყველაფერში პირლოს როლს განსაკუთრებით აღნიშნავს:

„რაც მე ამ სეზონში მახასიათებს არის ის, რომ ჩემს პერფორმანსებს არ ვწყვეტ და ამას სისტემატური ხასიათი აქვს. იუვენტუსში გადმოსვლის შემდეგ, ყველაზე მეტად ეს დავხვეწე.

ჩემპიონებთან ვარჯიში და თამაში დამეხმარა, ისევე როგორც მწვრთნელი და მენტალიტეტი, რომელიც აქ იუვენტუსში არსებობს. გაუმჯობესების სურვილი ყოველთვის მაქვს.

ბოლო თვეების მანძილზე პირლო ძალიან დამეხმარა. განსაკუთრებით კი მისი ნდობა მეხმარება. მას მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა. ის ყოველ დღე მაძლევს რჩევას, რათა თამაში გავაუმჯობესო. თავდაცვიდან და შეტევის ფაზამდე - პირლო ძალიან მეხმარება“.

იტალიელი უნივერსალი მიმდინარე სეზონში „ბებერი ქალბატონის“ ერთ-ერთი ლიდერია და ხშირ შემთხვევაში გუნდის ლიდერადაც გვევლინება. კიეზას ანგარიშზე „იუვეს“ მაისურით 36 მატჩში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები