ცორკი:
Aa
Aa

ცორკი: "გუშინ რაიოლას ვესაუბრე და ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გავაცანით"

„დორტმუნდის“ სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი ერლინგ ჰოლანდის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

ცორკი კლუბის პოზიციას მკაფიოდ გამოხტავს. მას პრობლემა არ აქვს, თუ ჰოლანდის აგენტი სხვა გუნდებს გაესაუბრება.

რა თქვა ცორკმა

„ამ დროისთვის ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ჰოლანდის ტრანსფერზე ვადები დავაწესოთ. მასთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომელიც ფეხბურთელის მსურველ კლუბებს უკვე მივაწოდეთ.

გუშინ მინო რაიოლას (ჰოლანდის აგენტი) ვესაუბრე და ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გავაცანით. პრობლემა არ არის, თუ ალფის (ჰოლანდის მამა) და მინოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე მზის აბაზანების მიღება სურთ“.

ცორკმა ამით აღნიშნა, რომ რაიოლასა და ჰოლანდის მამის ესპანეთში ვიზიტი მათ პრობლემას არ უქმნის, რადგან „დორტმუნდმა“ თავისი მოთხოვნები და გეგმები ფეხბურთელთან დაკავშირებით უკვე ყველას გააცნო.

გერმანული კლუბი ნორვეგიელის სანაცვლოდ 150-დან 180 მილიონ ევრომდე ითხოვს. ხოლო, თუ ფეხბურთელი გუნდში კიდევ 1 წლით დარჩება, მისი გამოსასყიდი თანხა ავტომატურად 75 მილიონ ევრომდე შემცირდება.

ვის სურს ჰოლანდის შეძენა და ვინ არის ფავორიტი

ბრიტანული Express-ის ცნობით, ჰოლანდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარიანტი დიდად არ ხიბლავს. „დორტმუნდიდან“ „მანკუნიანელთა“ რიგებში სინჯი კაგავა და ჰენრიხ მხითარიანიც გადავიდნენ, თუმცა „ოლდ ტრაფორდზე“ ფეხი ვერცერთმა მათგანმა ვერ მოიკიდა. გარდა ამისა, „მანკუნიანელთა“ ამჟამინდელი მდგომარეობა ფეხბურთელისთვის არც ისე მიმზიდველია.

ბოლო ინფორმაციით, ინგლისში ჩასულ მინო რაიოლას „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლები არ შეხვდნენ, რაც ნორვეგიელის „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლის შანსებს საგრძნობლად ამცირებს.

რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, პეპ გუარდიოლამ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ გუნდი ჰოლანდისთვის ვერ იბრძოლებდა. „ჩელსის“ კი ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი აქვს დასაკმვიდრებელი, რაც მათ ნორვეგიელისთვის ბრძოლაში არახელსაყრელ პირობებში ამყოფებთ.

ამ ყველაფრის ფონზე, ჰოლანდისთვის ბრძოლაში 2 ფავორიტი გამოიკვეთა - „ბარსელონა“ და „რეალი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები