9 აპრილს მოსკოვში აჟღერებული საქართველოს ჰიმნი - პლესნოიმ 3 ოქრო აიღო
Aa
Aa

9 აპრილს მოსკოვში აჟღერებული საქართველოს ჰიმნი - პლესნოიმ 3 ოქრო აიღო

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი გამოვიდა. ანტონ პლესნოიმ 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 3 ოქროს მედალი აიღო.

პლესნოიმ გიორგი ასანიძის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, ატაცში სამივე ცდა 171/175/180 წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა. ჩვენებურმა მეორეადგილოსან ძალოსანს, ბელარუს პეტრ ასაიონაკს 8 კილოგრამით გაუსწრო, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ რუსს, არტურ ბაბაიანს - 13-ით.

პლესნოი აკვრაშიც საუკეთესო იყო. მან 3 მისვლიდან 2 გამოიყენა და 207 და 213 კილოგრამი ასწია, 221-ს კი ვერ მოერია, თუმცა 213 კილოგრამი აკვრაში ოქროს მედლისთვის მაინც საკმარისი აღმოჩნდა. პლესნოის მიერ ორჭიდში დაგროვებულმა 393 კილოგრამმა კი იგი მესამე ოქრომდე, ევროპის ჩემპიონობამდე და მოსკოვში აჟღერებულ საქართველოს ჰიმნამდე მიიყვანა.

ცნობისთვის, 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას, ქართველმა ძალოსნებმა მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სიმბოლური ჟესტით მიაგეს და შავი სამკლაურები ეკეთათ. ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ პლესნოის გამარჯვების შემდეგ, ქართველ ხალხს ამ სიტყვებით მიმართა; „საქართველოს ეკუთვნის ეს ოქრო. თავისუფლებას გაუმარჯოს. ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ყველამ ერთად ვიბრძოლოთ! ასე სჯობს“! ასანიძის შემდეგ კი პლესნოიმ საქართველოს მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები